Accentnews.ge
კოვიდინფექციის სიმპტომების გამოვლენის ხანგრძლივობა და განგაშის საფუძვლები

კოვიდინფექციის სიმპტომების გამოვლენის ხანგრძლივობა და განგაშის საფუძვლები

16/04/2020 15:58:44 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში როდის უნდა მიმართოს მოქალაქემ ექიმს.

„რაც უფრო ადრე მიმართავთ, მით უფრო კეთილგონიერია. მით უფრო კარგია, თუ თქვენი პირადი ექიმი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ იქნება ინფორმირებული. უფრო იოლი იქნება ადრეულ ეტაპებზე გაიხსენოთ თქვენი შესაძლო კონტაქტები იმ ადამიანებთან, ვისგანაც შესაძლოა, თქვენ მიგეღოთ ინფექცია და ასევე გაიხსენოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც თქვენთან იყო სიმპტომების დაწყებამდე ერთი ან ორი დღით ადრე, რომ ამ ადამიანებს დროულად მივცეთ გაფრთხილება შესაბამისმა უწყებებმა, რომ ისინიც იყვნენ გარკვეულნი, არიან თუ არა რისკის ქვეშ და რა სიმპტომების გამოჩენას მიაქციონ ყურადღება, რადგან ეს დაავდება უმთავრესად მსუბუქად მიმდინარეობს და ზოგიერთი ადამიანი სიმპტომებს, რომელიც კორონავისუსისთვისაა დამახასიათებელი, არ მიიჩნევს დაავადებად.

რეალურად კოვიდინფექციის სწორი მართვისთვის, იმისთვის, რომ შევიცნოთ, დაავადებული ვართ და შესაძლოა, საფრთხე სხვის ჯანმრთელობიას შევუქმნათ, გახსოვდეთ, როდესაც მატულობს ტემპერატურა, ხველა, გაძნებელულია სუნთქვა ან აღგენიშნებათ რესპირაციული ინფექციის სხვა ნებისმიერი ნიშანი, თქვენ ხართ ავად და დაავდებული გარშემომყოფებისგან იზოლირებული უნდა იყოს. რა სახის დაავადებაა ეს, ამის დადგენა ექიმებს მივანდოთ. თქვენ დროულად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს და სპეციალური კვლევებით ექიმები შეეცდებიან, დაადგინონ, რა არის თქენი დაავადების მიზეზი“,– განაცხადა ზახაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S