„ღმერთმა ქნას, ჩემი პროგნოზი არ გამართლდეს და წავალ თანამდებობიდან“
16/04/2020 15:51:19 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში მოვლენები მისი პროგნოზით არ განვითარდა, თანამდებობას დატოვებს. საუბარია, სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს პროგნოზი, რომ მაისის პირველი რიცხვებისთვის ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული იქნება.
„ღმერთმა ქნას, ჩემი პროგნოზი, ანუ თუ ცუდი განვითარება იქნა ამ სიტუაციის და ეპიდემიის, არ გამართლდეს. ნეტავ არ გამართლდეს, მაშინ გძლებთ პირობას, რომ პირველი თქვენ [გაზეთ "ალიას" – კითხვის ავტორს]მოგცემთ ინტერვიუს და მეორე დღეს წავალ თანამდებობიდან. თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, რაზეც ყოველდღიურად ვსაუბრობთ, სამწუხაოდ, გვექნება უფრო რთული მდგომარეობა და რთულად განვითარებადი ეპიდემია. ხოლო თუ ყველაფერს დავიცავთ, მაშინ ინდფექციის ზრდა გვექნება, მაგრამ მოვლადი იქნება ჯანდაცვის სექტორის მიერ და გამოვალთ ეპიდემიიდან“.
რაც შეეხება გამყრელიძის გასული კვირის პროგნოზას, რომ კვირის ბოლოსთვის ქვეყანაში 350–400–მდე ინფიცირებული იქნებოდა, გამყრელიძე პასუხობს: „ვაღიარებ, შევცდი 50–ში, მაგრამ ძალიან კარგია, რომ შევცდი, ანუ ნაკლები დაფიქსირდა. მაგრამ ეპიდემია მზარდია, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით! ეს ხელს შეუწყობს ეპიდემიის კიდევ უფრო განვითარებას და იმ სპირალში შესვლას, რაზეც გესაუბრებით“.


