ტოვებს თუ არა კორონავირუსი გართულებებს – ზახაშვილის განმარტება
16/04/2020 15:31:46 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ტოვებს რაიმე ტიპის გართულებებს.
„ჯერ–ჯერობით არ არსებობს მონაცემი იმის შესახებ, რომ დაავადება ტოვებს რაიმე შორეულ ქრონიკულ ან სხვა ტიპის გართულებებს. ეს მომავლის საკითხია: მას შემდეგ, რაც გაივლის დრო, გამოჩნდება, აქვს თუ არა კოვიდინფექციას რაიმე რისკი, დაამძიმოს ზომაზე მეტად არსებული დაავადება, გამოიწვიოს რაიმე სხვა დაავადების ჩამოყალიბება, ან მის განვითარე ბას შეუწყოს ხელი. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. არსებობს ყველანაირი მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლებელია შემთხვევათა მართვა ბინის პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სისტემის საჭიროებები ამას მოითხოვს“,– განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, მსუბუქი შემთხვევეისას ბინის პირობებში მკიურნალობა ექიმის კონტროლის ქვეშ წარიმართება.


