„ნუ დალევთ მდუღარე წყალს!“ – მოქალაქეებმა COVID-19-ის "პრევენცია" ცხელი წყლით გადაწყვიტეს
16/04/2020 14:54:09 საზოგადოება
„ნუ დალევთ მდუღარე წყალს!“ - ამ მოწოდებით მოსახლეობას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მიმართავს. მსგავსი მიმართვის საფუძველი კი მოქალაქეების ქმედება გახდა. კერძოდ, ქაშიბაძის ცნობით, გაჩნდა ახალი ტენდენცია – მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ COVID-19-ის პრევენცია ცხელი წყლის მიღებით არის შესაძლებელი. თუმცა, რეალურად, პრევენციის ნაცვლად ტუჩების, ენისა და საყლაპავი მილის დამწვრობას იღებენ.
მისივე ცნობით, მსგავსი სახის დამჭვრობებით კლინიკაში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს.
ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და არა გაურკვეველი წყაროებიდან ჭორად მოსმენილი რჩევები. ამ დროისთვის კი, ვიდრე კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, მთავარი რეკომენდაცია შინ დარჩენა და სოციალური დისტანციის დაცვაა.


