Accentnews.ge
"უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ ხალხს, სხვა ფორმატით ჩატარდეს აღდგომა"

"უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ ხალხს, სხვა ფორმატით ჩატარდეს აღდგომა"

16/04/2020 13:43:11 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, საპატრიარქოს სთხოვს, მოსახლეობას მოუწოდონ, აღდგომა სხვა ფორმატში ჩატარდეს.

„რთულია ამის თქმა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვ, დარჩეს სახლში, ნუ წავალთ და ნუ შევიკრიბებით ეკლესიებში. ვილოცოთ სახლიდან, ჩვენზე ჩვენი მამოები და მღვდელმთავრები ილოცებენ. რა თქმა უნდა, ლიტურგია იქნება, მაგრამ, მოდით, ჩვენ ნუ მივიღებთ მასში მონაწილეობას, საუბარია იმაზე, თითქოს დაცული იქნება 2–მეტრიანი დისტანცირება, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ეს ვერ შესრულდება, როდესაც ასეთი მასობრივი თავშეყრა იქნება და გვექნება დიდი ალბათობა დაინფიცირებისა, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენი დაინფიცირებულია გარდა ამ 336–სა, ვიცით დაახლოებით, რომ არის დაუდგენელი, გამოუვლენელი ადამიანები, რომლებიც ინფექციის მატარებლები არიან და გადამდები ამისა. ამის გადადების ძალინ მაღალი რისკია სწორედ ეკლესიებში, ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ, საქართველოს ეკლესიას, ქვეყანაში ყველაზე უფრო პატივცემულ და მაღალრეიტინგულ ინსტიტუტსა და ჩვენს მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით, ისინი ილოცებენ და დამერწმუნეთ, რომ ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადარჩება და გადაურჩება ამ ინფექციას", – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S