თბილისის ყველა სასაფლაო ხვალიდან დაიკეტება
16/04/2020 13:00:39 საზოგადოება
თბილისში 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება, რომლის მიზანიც სააღდგომო დღეებში და მომდევნო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, „კოვიდ 19“-ის შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.


