ედიშერ თოლორაია:"ჩვენი ერთობით უნდა დავამარცხოთ კორონავირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა"
16/04/2020 10:40:59 საზოგადოება
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ წევრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ესტუმრა.
„მინდა მადლიერება გამოვხატო დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობისთვის. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში და დაავადებების აქტიურ გამოვლენაში. ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ეპიდემიის შეჩერებისკენ. ძალიან მიხარია, რომ დაწესებულ შეზღუდვებს სამეგრელოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ეკისრება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, ყველაფერი დალაგდება და ნორმალური ცხოვრების რიტმი მალე დაგვიბრუნდება. ჩვენი ერთობით ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა! „- განაცხადა ედიშერ თოლორაიამ


