Accentnews.ge
„ალბათ, ვიღაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს“

„ალბათ, ვიღაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს“

16/04/2020 09:31:31 საზოგადოება

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მრევლმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს გადაწყვეტილება, მივა თუ არა ეკლეიაში.

„გუშინ გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ გააკეთეს მრევლის გამო დაშვება. მრევლი, ვინ მოვა, თავად იღებს პასუხისმგებლობას. ეს აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. ოდესმე მითქვამს მრევლისთვის, აუცილებლად მოდით ეკლესიაშიო? არჩევანის საშუალება აქვს ადამიანს. ადამიანი რობოტი არ არის, რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ პირბადე რომ გიკეთიათ, ხომ უჯერებთ? ალბათ ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს. ვინც მოვა, მოვა. თვითონ რა არჩევანსაც გააკეთებენ, ის არჩევანი უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი, მივიდე თუ არა, ასევე ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი“,– განაცხადა მეუფე იაკობმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S