Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა"

ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა"

16/04/2020 09:02:12 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქომ ვფიქრობ, გამოძებნა ოქროს შუალედი. ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საპატრიარქომ თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ.

„ფორმაზე და მასშტაბებზე, რა თქმა უნდა შეიძლება ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ, არის მართლაც ოქროს შუალედი. კონსულტაციებში სახელმწიფოც იყო ჩართული. ჩვენ გვესმის, რომ რისკები ხალხმრავალ შეკრებებს ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S