Accentnews.ge
ექიმი – მოქალაქეებს: "ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ!"

ექიმი – მოქალაქეებს: "ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ!"

16/04/2020 08:17:10 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა ფიზიკური დისტანცირების და სახლში დარჩენის მითითებებს არ დაემორჩილება, საქართველოს შესაძლოა, ექიმებიც აღარ ჰყავდეს.

ლევან რატიანის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ მსოფლიომ ბოლომდე ჯერჯერობით არაფერი იცის და ერთადერთი რაც დანამდვილებით ცნობილია, ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობაა.

„ამ ეტაპამდე დაიჭირა ქვეყანამ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, არ მინდა ცუდი სიტყვა - „ღლიცინს“, რასაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ნამდვილად ქართველი ექიმები. დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა“, - განაცხადა რატიანმა.

ის საზოგადოებას მიმართას, ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანცია დაიჭირონ: „მეც მყავს სამი შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის წევრები არ მინახავს. განა არ მენატრება?! მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ“.

„ალბათ, ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ "გამოძვრნენ" ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან ვენტილაციას და იხრჩობა. ამის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებენ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ!“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, "ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებების" მქონე ქვეყნებიც კი ვითარებას ვერ გაუმკლავდნენ სწორედ უპასუხისმგებლო ადამიანების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S