სოლოღაშვილი: "შესაძლოა მედპერსონალი, ეკიპირება არ გვეყოს"
16/04/2020 07:17:34 საზოგადოება
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, თუ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე, წინააღმდეგ შემხვევაში, შესაძლოა, სამედიცინო პერსონალი საკმარისი არ აღმოჩნდეს.
„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ არ გვეყოს მედპერსონალი, ეკიპირება და ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენი, საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში. აღჭურვილობა, თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა, როგორც ახლა, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, არაპროგნოზირებადია ყველაფერი. კიდევ შეგვიძლია ერთი იმდენი დადასტურებული პაციენტების მიღება, რამდენიც ამ დროისთვის ჩვენთან მკურნალობს. თუ საეჭვო პაციენტები იქნებიან, რაც თითო ადამიანის თითო პალატაში მოთავსებას გულისხმობს, მაშინ უკვე რესურსი საკმაოდ მცირეა“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 336–მდე გაიზარდა.


