"თუ ასეულს არ გადავაჭარბეთ, იმედია, ქვეყანაში რყენები არ გვექნება"
16/04/2020 06:55:59 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანამ პრობლემა აირიდოს, ყველა მოქმედი შეზღუდვა უნდა დავიცვათ.
"30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მეორედ გვაქვს 30 ახალი შემთხვევა, მაგრამ ამ ორ 30–ს შორს გვქონდა მცირე რაოდენობით [ახალი შემთხვევა]. თუ ასეულს არ გადავაჭარბეთ, იმედია, რომ ამ ზომიერი, კონტროლირებადი მატებით ქვეყანაში რყენები არ გვექნება. ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა",– განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც სეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკაში ორი მძიმე პაციენტია:
"ამ ეტაპზე ჩვენთან 37 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმე დღეა გახსენებთ, რომ გვყავს 2 ძალიან მძიმე, ანუ პრობლემური პაციენტი და დაახლოებით, 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ამ 2 მძიმე პაციენტთან უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ, ისინი ამ ძალიან მძიმე პაციენტების სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენების სიაში და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდება და დადგება გამოჯანმრთელდება”.


