ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა
16/04/2020 06:19:59 საზოგადოება
ბოლო 24 საათში იმერეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, გამოკვლეული 71 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
მისივე თქმით, გამოკვლეულ ანალიზებს შორის იყო ნიმუშები თერჯოლის, ფარცხანაყანებისა და ჭიათურის კლასტერებიდან, ასევე წყალტუბოს საკარანტინო ზონებიდან და ტესტმა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა.


