Accentnews.ge
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა ორსულმა დაამარცხა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა ორსულმა დაამარცხა

16/04/2020 06:11:40 საზოგადოება

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატალურ მიმართულებაში მეორე ორსული გამოჯანმრთელდა SARS-COV2 -ი ვირუსით ინფიცირებული. ორსულობა პროგრესირებს და ორსული დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერება ბინაზე. მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს“,- წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს კლინიკა ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 24 კვირის ორსულმაც დატოვა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S