Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: "აშშ-მა კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა"

დონალდ ტრამპი: "აშშ-მა კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა"

16/04/2020 04:49:36 საზოგადოება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი აცხადებს, რომ ქვეყანამ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა.

როგორც ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ-ის აგრესიული პოლიტიკა კორონავირუსის წინააღმდეგ მუშაობს.

„ბრძოლა გრძელდება, თუმცა მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ჩვენ კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკი გადავლახეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება და ჩვენ დიდი პროგრესის მიღწევას გავაგრძელებთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით,16 აპრილს დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც გამოცხადდება ქვეყნის გახსნის გეგმის შესახებ.

ამასთან, მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

„მაქვს შეგრძნება, რომ მათ იცოდნენ ზუსტად, თუ რა ხდებოდა“.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკრიტიკებდა მის გადაწყვეტილებას, დაეხურა საზღვარი ჩინეთისთვის:

„სამწუხაროდ, სხვა ქვეყნები ენდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მათ არანაირი აკრძალვა არ დააწესეს. თქვენ ხედავთ, რა დაემართა იტალიას, ხედავთ, რა დაემართა ესპანეთს, ხედავთ, რა დაემართა საფრანგეთს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ეს იყო საშინელი ტრაგიკული შეცდომა, „ან შეიძლება მათ იცოდნენ“:

„დარწმუნებული ვარ, მათ ამ ყველაფრის სიმძიმე არ იცოდნენ, ან შესაძლოა იცოდნენ“.

შეგახსენებთ,რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ში გარდაცვლილია სულ 30 400 ადამიანი. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 630 ათასს აღემატება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S