Accentnews.ge
ეპისკოპოსი საბა მრევლს შეახსენებს, რომ ქრისტიანობა ერთმანეთის გაფრთხილებაა და არა საფრთხეში ჩაგდება, ღმერთი კი ყველგან მივა

ეპისკოპოსი საბა მრევლს შეახსენებს, რომ ქრისტიანობა ერთმანეთის გაფრთხილებაა და არა საფრთხეში ჩაგდება, ღმერთი კი ყველგან მივა

15/04/2020 18:12:55 საზოგადოება

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი მრევლს შეახსენებს, რომ ქრისტიანობის მთავარი არსი ადამიანი, სიყვარული, ერთმანეთის გაფრთხილება, თანადგომაა და არა ერთმანეთის საფრთხეში ჩაგდება, ღმერთი კი ყველგან მივა, „სადაც არ უნდა იყოთ თქვენ!“.

„ეკლესია ვნების კვირეულში იმყოფება. მაცხოვარმა რაც გააკეთა, გააკეთა ჩვენთვის – ადამიანებისთვის. თავი დადო, ჯვარზე ავიდა და ჯვარცმის წინ ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს და უთხრა, „მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მემსახუროთ, არამედ იმისთვის, რომ მე გემსახუროთ თქვენ“. ვინ ითვლება ამაში? ჩვენ – ადამიანები. ჩვენ გვგონია, რომ ღმერთს სჭირდება ჩვენი მსახურება. ჩვენი მსახურება ადამიანების მიმართაა. დღეს ჩვენი მსახურება, აღდგომის დღესასწაულის განცდა უნდა იყოს ადამიანების თანადგომა და იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომლის წინაშეც დგას მთელი სამყარო. თითოეული ჩვენი ნაბიჯი და სიტყვა, ამ საფრთხის აცილებისკენ უნდა იყოს და არა ადამიანების პროვოცირებისკენ იმისთვის, თითქოს ჩვენ დღეს გვდევნიან და ეკლესიებს გვიკეტავენ. ეკლესიებს არავინ კეტავს. ერთის მხრივ, რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს ვეუბებით, სახლში დარჩნენ, მეორეს მხრივ – არის განცხადება, რომ შინ დარჩენა ღვთის გმობაა და რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? რიკში ხართ, მაგრამ დაგმეთ ღმერთი?! ეს ხომ უპასუხისმგებლობაა? შინ დარჩენაზე თუა საუბარი, ეს ყველას ეხება, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ჩვენც ხომ უნდა გაგვიფრთხილდნენ, უცხოეთში არსებულ ეპარქიებს. ეკლესიებმა მიიღეს გადაწყვეტილებები და მსახურებებს მრევლის გარეშე ატარებენ. ეკლესიები არავის დაუკეტავს, მაგრამ გათავისება ხდება იმ დიდი საფრთხის, რომლის წინაშეც თუნდაც ერთი ადამიანი შეიძლება, დადგეს. ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს. ამ დღეებში სახარებებს ვკითხულობდით და იქ ალბათ დავინახეთ, რომ მთავარი ადამიანია, ქრისტე ადამიანისთვის მოვიდა, ადამიანი კი დღეს საფრთხეშია და ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ. აღდგომა ყველასთვისაა. ის გზა, რაც უფალმა გაიარა, ყველასთვის მოხდება, იმათთვისაც, ვინც დღეს ქრისტანები არ არიან, მაგრამ მომავალში გახდებიან. ქრისტე იმათთვისაც ეცმის ჯვარს. რატომ გვიჭირს ამის გათავისება, არ მესმის. ქრისტიანობა არის სიყვარული და მოყვასისათვის თავის დადება. მე სხვა ქრისტიანობას არ ვიცნობ. შენთვის რთულია, გადაწყვეტილება მიიღო და შინ დარჩე, მაგრამ ამით უფრთხილდები ოჯახის წევრების და საკუთარ სიცოცხლეს“,– განაცხადა ეპისკოპოსმა.

ის გეგმავს, რომ მრევლის თანადგომის ნიშნად, ღვთისმსახურება არა თავად, არამედ მღვდელმა ჩაატაროს, თავად კი უბრალოდ დაესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S