Accentnews.ge
აღდგომას მრევლი ტაძარში ღამის 21:00 საათზე მივა და დილის 06:00 საათამდე დარჩება

აღდგომას მრევლი ტაძარში ღამის 21:00 საათზე მივა და დილის 06:00 საათამდე დარჩება

15/04/2020 17:16:23 საზოგადოება

საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრეა ჯაღმაიძის განცხადებით, მრევლი საარდგომო ლიტურგიაზე დასასწრებას ტაძარში ღამის 21:00 საათზე მივა და დილის 06:00 საათამდე დარჩება.

როგორც ჯაღმაიძე ამბობს, შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწფოსთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.

ჯაღმაიძე ირწმუნება, რომ ღვთისმსახურებისას ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები დაცული იქნება.

"ძალიან ბევრი კონსულტაცია გახდა საჭირო. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის, რომ მათ შეძლონ დღესასწაულის ტრადიციულად აღნიშნვა, როგორც სრულდებოდა ხოლმე. გათვალისწინებული იქნება ყველა ის მითითება, რაც სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების მხრიდან იქნა საპატრიარქოს მიმართ მოწოდებული. ეს რეკომენდაციები ეხება კომენტანტის საათს. გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდეს – 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ, დილის 06:00 საათზე დატოვოს ტაძარი. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევს შეეძლება, მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში სრულყოფილად მიიღოს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შეზღუდვები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც რისკ ჯგუფში შედის, იქნება ეს დაავადების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ბავშვებს. ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებშია მითითებული, ზედმიწევნით გაითვალისწინონ",– განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მათ, ვისაც ოჯახში რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანები ჰყავთ: ქრონიკული დაავადების მქონე, ხანდაზმული, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დაავადებაა, რომლის სესახებაც ყველაფერი არაა ცნობილი და წარმოადგენს საშიშროებას შესაძლოა, მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის:

"ამიტომ სამოქალაქო პასუხსიმგებლობა ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სხვებისთვისაც. იმედი გვაქვს, როგორც წინა რეკომენდაციების გათვალისწინება ხდებოდა მრევლის მხრიდან, ასევე იქნება ტაძრებში დისტანცია დაცული. დიდ ტაძრებში საუბარია 2–მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში მაქსიმალურად უნდა იყოს მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა დილითაც შეასრულოს, უნდა შეასრულოს და მრევლს, რომელსაც ღამის საათებში ტაძრებში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა გაუჭირდება, მიეცემა საშუალება, დილის წირვასაც დაესწროს. ამით მრევლი გადანაწილდება".

მისი თქმით, მიმართვის მთელი არსი ნიმაში მდგომარეობს, რომ კანონის, "კომენდანტის საათის", უსაფრთხოების წესების დაცვით მოხერხდეს მსახურებაზე მოწესრიგებულად დაცემა და დღესასწაულის ზეიმი, "არ მოვაკლოთ მცდე,ლობას, რომ ვზრუნავთ და არ მოვაკლოთ ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს გულწრფელ მსახურებაში":

"სასურველია, ტრადიციული ტრაპეზი არ გაიმართოს, რადგან ეს დამატებით სირთულეს ქმნის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S