Accentnews.ge
"ქობულეთის კლასტერიდან" რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა

"ქობულეთის კლასტერიდან" რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა

15/04/2020 15:35:53 საზოგადოება

"ქობულეთის კლასტერიდან" კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შემხებლობა ჰქონდათ ვირუსთან და უკვე გამოიმუშავეს იმუნიტეტი.

ამ ეტაპზე მათ ვირუსი აქტიური ფაზაში არ უფიქსირდებათ. მოქალაქეები ქობულეთში ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ტესტირება საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, 14 დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ.

''როდის გამოიმუშავეს იმუნიტეტი ამის დადგენა გარკვეულწილად შესაძლებელია. ანტისხეულები არის სხვადასხვა ჯგუფის და ანალიზით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, როდის არის გადატანილი ვირუსი'',– აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის. .​

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ეს შიდა გადაცემის ირიბი მაჩვენებელია, როცა არიან ვირუსმატარებელი ადამიანები, დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ისინი გამავრცელებლები არიან.

''დაუდასტურებელ შემთხვევებში იმუნოგლობულინების გამომუშავება ნიშანია იმისი, რომ მოქალაქეს ჰქონდა შეხება ამ ვირუსთან და ის თეორიულად შესაძლებელია იყოს გამავრცელებელი ამ ვირუსის. აღნიშნული ტესტის ღირებულება სწორედ ეს არის, უარყოფით შემთხვევაში ის ნაკლებად სარწმუნოა და მეტი ღირებულება აქვს მას დადებით შემთხვევაში. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ მსგავსი ჯგუფის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. განსაკუთრებით მკაცრი იზოლაციის კუთხით. ეს კიდევ ერთხელ ერთგვარი ირიბი მაჩვენებელია შიდა გადაცემის. ისინი შეიძლება იყვნენ ასიმპტომურები, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკით გადაიტანეს დაავადება, ახლა კი არიან გამავრცელებლები.

საქართველოს მასშტაბით ქობულეთის გარდა მე არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა. ისინი მკაცრ იზოლაციაში უნდა იყვნენ 14 დღე. იანვარში რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, რაღაც აუხსნელი ვირუსის, მაგრამ სერიოზული მსჯელობა ახლა უკვე შეუძლებელია. ვარაუდები იყო, თუმცა დადასტურებულად თქმა, რომ საქართველოში კორონავირუსი ადამიანებს იანვარში უკვე ჰქონდათ რთულია'' - ამბობს ajaratv–ს ცნობით, ვახტანგ კალოიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S