Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: "ქვეყანაში გვყავს 256 ინფექციონისტი, რომლებსაც შეუძლიათ მოუარონ 853 პაციენტს"

ჯანდაცვის მინისტრი: "ქვეყანაში გვყავს 256 ინფექციონისტი, რომლებსაც შეუძლიათ მოუარონ 853 პაციენტს"

14/04/2020 22:59:01 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 256 ინფექციონისტია და მათი გადანაწილებით 853 პაციენტის მოვლაა შესაშლებელი.

„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს, არც ინფექციონისტების რიცხოვნობით ვართ ჩვენ განებივრებულნი და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი და მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს“, – თქვა მინისტრმა "ტვ იმედის" ეთერში.

ტიკარაძის თქმით, ამ რაოდენობის გამო გადაიდგა მკაცრი ნაბიჯები, რომელიც ხშირ შემთხვევაში კრიტიკას იმსახურებს.

„როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები, მიიღო საკმაოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას და იყო ძალიან ფრთხილი. სწორედ ესაა მამოტივირებელი და ბიძგი იმისა, თუ რატომ დავიწყეთ ასე ადრე თამამი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საქართველოში სულ 1700-ზე მეტი სასუნთქი აპარატია, თუმცა მის სამართავად ქვეყანას არ ჰყავს საკმარისი რეანიმატოლოგები.

„სასუნთქი აპარატი საქართველოში ბევრია – 1700-ზე მეტი, რომლებსაც რეანიმატოლოგების ეს რიცხვი ფიზიკურად ვერ მართავს. ეს არის დრამატული ფაქტი. ამიტომ იყო საჭირო ჯანდაცვაში ის რეფორმები, რომლებიც დაიწყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S