Accentnews.ge
მიტროპოლიტი იობი – მღვდლის ინფიცირებაზე: "შეიძლება, ცოდვის ნაყოფია"

მიტროპოლიტი იობი – მღვდლის ინფიცირებაზე: "შეიძლება, ცოდვის ნაყოფია"

15/04/2020 13:24:33 საზოგადოება

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი მიიჩნევს, რომ რომ სასულიერო პირის დაინფიცირება მისმა ცოდვებმა გამოიწვია,- ამის სესახებ "ტაბულა" წერს.

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს",– განაცხადა ქადაგებისას სასულიერო პირმა.

მღვდელი გიორგი პაპავას, რომელიც ვერაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს, ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. მან 7 აპრილს წირვა ჩაატარა, ასევე, ტაძარში იმყოფებოდა მომდევნო დღესაც. ინფიცირებულია მისი და, რომელიც ექთანია და რომელმაც, თავის მხრივ, ვირუსი კლინიკა "თიმის" 4 თანამშრომელს გადასდო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის „კომენტანტის საათი“, აკრძალულია სამ პირზე მეტის თავშეყრა. მიუხედავად არსებული ვითარებისა, საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას გეგმავს.

ცნობისთვის: 14 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მასშტაბური შიდაგავრცელების ეტაპზე გადავიდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი უკვე მოსახლეობაში ცირკულირებს და თუ საზოგადოება დაწესებულ შეზღუდვებს და გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული გვეყოლება, რაც მნიშვნელოვანი წნეხი იქნება ჯანდაცვის სისტემაში და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგებიც.

მისივე პროგნოზით, მას შემდეგ, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 300–ს გადასცდება, მოსალოდნელია შემთხვევათა სწრაფი ზრდა, რისი მაჩვენებელიც 14 აპრილი იყო. 14 აპრილს პირველად საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაიქსირდა.

15 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 306 დადასტურებული შემთხვევაა – 24 საათში 10 ახალი პაციენტი, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S