Accentnews.ge
ზუგდიდში შეზღუდვები შესაძლოა, გამკაცრდეს

ზუგდიდში შეზღუდვები შესაძლოა, გამკაცრდეს

15/04/2020 12:32:45 საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას არ გამორიცხავს.

„ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება. გამორიცხული არაფერი არ არის. ხედავთ, როგორი ხალხმრავლობაა, და კორონავირუსის გავრცელების პირველი წყარო, რა თქმა უნდა, ხალხმრავლობა და ის მოურიდებლობაა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

დილიდან ხალხმრავლობაა ბაზართან, უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მოსახლეობა არ იცავს დისტანციას და ბაზართან პოლიციელებს მოქალაქეების დაჯარიმება მოუწიათ. თუ მოსახლეობა არ დაიცავს საგანგებო ვითარებით გათვალისწინებულ წესებს, ბაზარი დაიკეტება“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

ალესანდრე მოწერელიას თქმით, შესაძლოა, ჩაიკეტოს სასაფლაოების:

„სასაფლაოებიც დაიკეტება, თუ იქნება ასეთი გადაადგილება, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლობის გამო სხვა მოქალაქეებს შეეზღუდებათ გადაადგილების საშუალება. ეს შეიძლება ყოველ წუთს გახდეს ცნობილი. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S