"ქობულეთის კლასტერთან" დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევები 29–მდე გაიზარდა
15/04/2020 07:00:03 საზოგადოება
ინფიცირების კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – ათწლამდე მოზარდია. იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ქობულეთში. ინფიცირებულია მოზარდის დედაც. ორივე მათგანი გადაყვანილია ქუთაისში. ორი პირი კი უშუალოდ ქობულეთის მკვიდრია და იმყოფება კლინიკა „მედალფაში“.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 72 პირი გამოიკვლიეს. მათგან 13 იყო ქობულეთის კლასტერიდან და სწორედ მათგან მხოლოდ ოთხს აღმოაჩნდა ვირუსი.
ამ დროისთვის, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოკვლეულია 410 კონტაქტი. მათგან 210 გამოკვლეულია და კლასტერთან დაკავშირებით დღეის მონაცემებით 29 შემთხვევა დადასტურდა, რასაც ემატება ფოთისა და ბაღდადის სამი შემთხვევა.


