Accentnews.ge
ახალი შემთხვევების მატება – ეზუგბაია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს

ახალი შემთხვევების მატება – ეზუგბაია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს

15/04/2020 06:48:35 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, თუ ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში დაფიქსირდება, არსებული რესურსი პრობლემის გასამკლავებლად საკმარისი იქნება. ამის შესახებ მან ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

„წინასწარ ნუ ვიტყვით, ათასები იქნება თუ არა, ასეულებიც ნუ იქნება. არსებული სიტუაციიდან და გამკაცრებული ღონისძიებების ზუსტი შესრულების შემთხვევაში ვიმედოვნებთ, რომ ათეულებზე მეტი ნუ იქნება. თუ ათეულებზე მეტი არ იქნება, ის რესურსები, რაც გვაქვს, საკმარისი იქნება და შევძლებთ, დავძლიოთ ეს პრობლემა. რეკომენდაცია იგივეა – დავემორჩილოთ დაწესებულ შეზღუდვებს“,– განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: 14 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მასშტაბური შიდაგავრცელების ეტაპზე გადავიდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, კორონავირუსი უკვე მოსახლეობაში ცირკულირებს და თუ საზოგადოება დაწესებულ შეზღუდვებს და გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული გვეყოლება, რაც მნიშვნელოვანი წნეხი იქნება ჯანდაცვის სისტემაში და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგებიც.

მისივე პროგნოზით, მას შემდეგ, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 300–ს გადასცდება, მოსალოდნელია შემთხვევათა სწრაფი ზრდა, რისი მაჩვენებელიც 14 აპრილი იყო. 14 აპრილს პირველად საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაიქსირდა.

15 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 306 დადასტურებული შემთხვევაა – 24 საათში 10 ახალი პაციენტი, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S