Accentnews.ge
24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15/04/2020 06:15:12 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 306–მდე გაიზარდა. ამდენად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათგან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამჟამად კლინიკებში 237 კოვიდიფფიცირებული მკურნალობს. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული.

გარდა ამისა, საკარანტინე რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად ხსენებული 10 ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროების ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ, 21:00 საათიდან იკეტება თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S