Accentnews.ge
საბუკო: "გახშირებულად გვატყობინებენ მოკლულ და დაჭრილ ფრინველებზე"

საბუკო: "გახშირებულად გვატყობინებენ მოკლულ და დაჭრილ ფრინველებზე"

14/04/2020 20:40:45 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო)“ FACEBOOK-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია შეტყობინებები მოკლულ და დატყვევებულ ფრინველებზე.

„ახლა, როდესაც მოსახლეობის ნაწილი იზოლაციას სოფლებსა და ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ამჯობინებს, მეტი თავისუფალი დრო და ნაკლები თავშესაქცევია, ხოლო სახელმწიფოს ყურადღება სხვა პროცედურების მართვისკენაა მიმართული, არალეგალური ნადირობის შემთხვევების გაზრდის რისკი რეალურია.

არალეგალურ ნადირობას ეწირებიან გადაშენების პირას მყოფი, წითელი ნუსხის სახეობებიც.

გვინდა, მივმართოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაითვალისწინოს არალეგალური ნადირობის გაზრდილი რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები ეფექტური მონიტორინგისა და კანონის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S