კორონავირუსით სამედიცინო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა
14/04/2020 16:03:09 საზოგადოება
ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ექიმია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.
"ვიკვლვეთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევებს. ის გუშნდელიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მოგვმართა საზოგადოებრივ ჯანდაცვას , რის შემდეგაც ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ აგვეღო ბიოლოგიური მასალა და გაგვეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ექიმის ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. მათი ბიოლოგიური მასალაც გაგზავნილია ლუგრში და პასუხები ხვალ იქნება ცნობილი,“- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.
ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი კლინიკა "თიმის" ხუთ წარმომადგენელს დაუდასტურდა, ხოლო დღეს – ბოლნისის სასწრაფო დახმარების ბრიგადის 5 თანამშრომელს. მანამდე ცნობილი იყო ინფიცირების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. თბილისში, ბათუმსა და საჩხერეში.


