Accentnews.ge
„თიმის“ ხელმძღვანელი სასულიერო პირის ეპიდკვლევის გამოქვეყნებას ითხოვს

„თიმის“ ხელმძღვანელი სასულიერო პირის ეპიდკვლევის გამოქვეყნებას ითხოვს

14/04/2020 15:20:31 საზოგადოება

კლინიკა „თიმის“ ხელმძრვანელი ლევან ყურაშვილი დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის ეპიდკვლევის განსაჯაროებას ითხოვს.

ექიმი გამორიცხავს, რომ ინფიცირების წყარო კლინიკა გახდა.

„სასულიერო პირთან, მით უმეტეს, პაცენტთან რაიმე ტიპის პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ, განსაჯაროვდეს ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგები, რომელზე მუშაობაც ჩემი ინფორმაციით, დასრულებულია. მაინტერესებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია. მინდა, ამ ეპიკვლევის შინაარსი გამოქვეყნდეს“,– განუცხადა „ტვ პირველს“ ექიმმა.

კითხვას, თავად რა ინფორმაცია აქვს ინფიცირების წყაროს შესახებ, ექიმი პასუხობს: „არ მინდა, ჩემს კომპეტენციას გავცდე. ასე იყო გუშინ და გუშინწინაც. ამიტომ, დაველოდები დაავადების კონტროლის ცნტრის განცხადებას“.

თავად სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო კლინიკაა, სადაც ის დასთან იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S