საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებას ითხოვს
14/04/2020 13:17:01 საზოგადოება
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებას ითხოვს,– ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს 7–საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
შესაბამისი წინადადებით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, თავის მხრივ პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს.
"ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც მისაღებია რათა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ",– განაცხადა გახარიამ.
ამასთან, საქართველოს მსხვილი ოთხი ქალაქი – ქუთაის, თბილისი, ბათუმი და რუსთავი 10 დღით იკეტება.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 30 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. 296–დან 69 ადამიანი განიკურნა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. გარდა ამისა, საქართველოში მკურნალობს საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კორონავირუსი უცხოეთში დაუდასტურდათ.


