„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას"
14/04/2020 12:21:45 საზოგადოება
ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორ გაგნიძემ განაცხადა.
„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ, რომ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და ჩვენთან მადლობა ღმერთს, მას ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი, მით უმეტეს, ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ ეს მორჩილება სწორედ ის მორჩიელებაა, რომელსაც გვავალდებულებს წინდა წერილი, კერძოდ, პავლე მოციქული და ზოგადად ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი, ერის ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი და ეკლესიის წიაღში. ქრისტემ დაგლოცოთ, დაგვიფაროს უფალმა ამ განსაცდელის ჟამს და მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ ჩვენ არა, მთელმა გარეგანმა არ დაგვაშოროს სიყვარულსა ქრისტესა, ამინ“, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არაა. როგორც დღეს საპატრიარქოში განაცხადეს, ლიტურგია ჩატარდება, თუმცა დეტალებია შესათანხმებელი. გუშინ საპატრიარქოში ვიზიტით იმყოფებოდნენ პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ იმ 30 ახალ ინფიცირებულს შორის, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა, ერთ–ერთი სასულიერო პირია.
ცნობისთვის: 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგმარეობაა გამოცხადებული და დაწესებულიამთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის – აკრძალულია სამ პირზე მეტის თავშეყრა, მოქმედებს კომენდანტის საათი.


