Accentnews.ge
"მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი"

"მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი"

14/04/2020 12:15:08 საზოგადოება

საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი 15 აპრილს გახდება.

როგორც ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღვთისმსახურება ჩატარდება, თუმცა ამასთან დაავშირებით გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

„სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და დღეს ნაჩქარევი იქნება, რომ ვარაუდი გამოვთქვა“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ერთ–ერთი სასულიერო პირიცაა.სასულიერო პირი აცხადებს, რომ ბოლოს იოანე ღვთისმეტყველის თაძარში ხარების დღესასწაულზე იმყოფებოდა და ეზიარა კიდეც.

ის ვარაუდობს, რომ ინფიცირების წყარო სამედიცინო დაწესებულება გახდა.

"კლინიკაში ვიყავი ჩემს დასთან. ბევრი ხალხი მოძრაობდა",– ამბობს სასულიერო პირი.

რაც შეეხება სიმპტომებს, ის აცხადებს რომ მხოლოდ სიხეები ჰქონდა და ზოგადი სისუსტე აწუხებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S