ჭიათურის სოფელ ითხვისში კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს
14/04/2020 10:59:29 საზოგადოება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, სადაც ერთ-ერთი ინფიცირებული მამაკაცი დიაგნოზის დადასტურებამდე სტუმრად იმყოფებოდა, ეპიდემიოლოგებმა მუშაობა დაიწყეს.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 10–15 პირი, რომლებიც უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სოფელში სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ.


