Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია განკურნებული

საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია განკურნებული

14/04/2020 07:53:57 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე, ორი უცხოელი კი, რომელსაც კორონავირუსი საქართველოში დაუდასტურდათ, სამშობლოში გაემგზავრნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S