Accentnews.ge
კორონავირუსი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

14/04/2020 07:11:37 საზოგადოება

შიდა ქართლში ახალი ტიპის კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ინფიცირებულია კასპის სოფელ ხოვლეში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობდა და საპატრიარქოს დაცვაში იყო განაწილებული.

ბოლოს ის სმენაში 12 აპრილს იმყოფებოდა.

ცნობისთვის: შიდა ქარლში, ხაშურის სოფელ ხიდისყურში მეორე დღეა, მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 296 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S