Accentnews.ge
ახალ პაციენტებს შორის მოზარდებიც არიან

ახალ პაციენტებს შორის მოზარდებიც არიან

14/04/2020 06:48:32 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი მათ ცენტრშია მოათავსებული, მათგან ოთხი მოზარდია.

„ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ექვსი ახალი პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა ხუთი პაციენტი, აქ ერთი მოზრდილია, ოთხი მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია, იმედია ,ასე გაგრძელდება. ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერდიან, სულ ორი კლსატერია, ერთი ქობულეთი, მეორე კლასტერი ჩემთვიას უცნობია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში პირველად კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის შემთხვევათა რაოდენობა 296–ს შეადგენს, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S