Accentnews.ge
30 პაციენტი 24 საათში – უახლოვდება თუ არა საქართველო კორონავირუსის პიკს

30 პაციენტი 24 საათში – უახლოვდება თუ არა საქართველო კორონავირუსის პიკს

14/04/2020 06:39:58 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ პირველად 24 საათში ვირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ნიშნავს თუ არა აღნიშნული მონაცემი იმას, რომ საქართველო პანდემიის პიკს უახლოვდება.

"ჯერ–ჯერბით ეს პირველი შემთხვევაა და თუ ეს ასე არ გაგრძელდება, მაშინ ალბათ პიკზე არ ვილაპარაკებთ. იყო ასეთი შემთხვევები, რომ ერთ დღეს მეტია, მეორე დღეს – ნაკლები. ვნახოთ, როგორი მონაცემები გვექნება ხვალ, ზედ – ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.ერთი დღე არ არის კანონზომიერი, რომ გავაგრძელოთ შემდეგ დღეებზე",– განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S