Accentnews.ge
24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

14/04/2020 06:18:34 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 296–მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. ამდენად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ვირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 434 პირი.

296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე, ორი უცხოელი კი, რომლებსაც კორონავირუსი საქართველოში დაუდგინდათ, სამშობლოში გაემგზავრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S