Accentnews.ge
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა

13/04/2020 17:13:42 საზოგადოება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელიც ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა.

კლინიკის ინფექციონისტი სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. ეს უკვე მე-6 გამოჯანმრთელებულია, რომელიც კლინიკიდან გაეწერება.

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S