Accentnews.ge
"ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი მცირეწლოვანია"

"ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი მცირეწლოვანია"

13/04/2020 17:09:19 საზოგადოება

ახალი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალ შემთხვევებს შორის ორი მცირეწლოვანია – ერთ წლამდე და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები.

ნინო ნიჟარაძის თქმით, აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათზე დაწესებული იყო მეთვალყურეობა. მათ გამოუვლინდათ ვირუსის კლინიკური ნიშნებიც.

საერთო ჯამში, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან აჭარაში კორონავირუსის უკვე 25 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, დადგენილია კონტაქტებისა და მეორადი კონტაქტების 350 შემთხვევა, რომელთაგან 180 უკვე გამოკვლეულია. როგორც აჭარის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, გამოიკვლევენ დანარჩენ პირებსაც.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S