საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68–მდე გაიზარდა
13/04/2020 15:35:49 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 68 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


