Accentnews.ge
მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურეს, ჯანმრთელია

მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურეს, ჯანმრთელია

13/04/2020 13:45:42 საზოგადოება

54 წლის კაცი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსის დიაგნოზი სომხეთში დაუსვეს, ჯანმრთელია: 5 აპრილიდან, თბილისში გადმოყვანის შემდეგ ორჯერ ჩატარებული ტესტირების პასუხი უარყოფითია.

„ჩვენ ვერ ვიტყვით, სომხეთში ჰქონდა თუ არა კორონავირუსი. იქ გარკვეული სახის მკურნალობა ჩაუტარეს. აქ გადმოყვანის შემდეგ, ორივე პასუხი უარყოფითი მივიღეთ," - განაცხადა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

ცნობისთვის: 54 წლის კაცმა, რომელიც სომხეთის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს, საქართველო-სომხეთის საზღვარი 1 აპრილს გადაკვეთა. მოგვიანებით, სომხეთის ჯანდაცვის ცენტრმა თბილისს აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე ახალი ტიპის კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. მისი ოჯახის წევრებს და ახლო კონტაქტში მყოფ პირებს კვლევა ჩაუტარდათ. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S