რა გეგმა აქვს მთავრობას საზღვარგარეთ საქართველოს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებთან დაკავშირებით
13/04/2020 11:44:33 საზოგადოება
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ყველა შემთხვევას ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს.
როგორც მინისტრი ირწმუნება, საელჩოები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ემიგრანტებთან, მათ შორის მათთან ვინც სამსახური დაკარგა.
„აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია ამ ემიგრანტებისგან, დამსაქმებლებისგან და კონტრაქტების არსებობის შესახებ, რათა გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები შევიდნენ ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელ ქვეყნებთან. ამ მიმართულებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქმიანობა და მომავალშიც კოვიდინფექციასთან გამკლავების შემდეგად ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


