კორონავირუსით ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
13/04/2020 11:29:43 საზოგადოება
ბარსელონაში ახალი ტიპის კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პირს თანმხლები ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა:
„გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით, 1965 წელს დაბადებული, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში არის მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის ნორმები იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით მოხდება დაკრძალვის პროცედურების განხორციელება“.


