Accentnews.ge
ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლიში პაციენტისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ვითარებას განმარტავენ

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლიში პაციენტისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ვითარებას განმარტავენ

13/04/2020 08:36:51 საზოგადოება

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლიში აცხადებენ, რომ დაკეტილია ე.წ. მიმღები, ხოლო თავად კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა.

როგორც ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა ეკა სანიკიძემ განმარტა, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რეანიმაციის პაციენტი იყო.

სანიკიძის თქმით, პაციენტი მათ კლინიკაში კოვიდის სიმპტომებით არ შესულა, თუმცა მოგვიანებით მისი გამოკვლევა საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ქალის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„გამოკვლეული რომ არ ყოფილიყო როგორც კონტაქტი, მას არ ჰქონდა არანაირი ნიშნები. შემოსვლისას პაციენტმა გაიარა ის პროცედურები, რომელიც კოვიდის გავრცელების შემდეგ არის დადგენილი, მათ შორის სწრაფი ტესტი, რომლის ჩატარების გარეშეც ჩვენ პაციენტები არ შეგვყავს.

პაციენტთან კონტაქტში მყოფი მედპერსონალი იმყოფება დაკვირვების ქვეშ და როგორც კი რაიმე სიმპტომი ექნებათ, კოვიდზე ანალიზს გავუკეთებთ. მივსდევთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, რადგან ყველაფერს ჩაუტარდა დეზინფექცია. თუ პერსონალი კარგად იცავს ინფექციის კონტროლის წესებს, ამ შემთხვევაში რისკი მათი ინფიცირების არის მინიმულური. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი ჩვენება, რომ ყველა იზოლაციაში უნდა წავიდეთ, არ იქნება და ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ ვიცავთ ყველა წესს.

გვაქვს დიდი იმედი, რომ ინფიცირება არ უნდა მომხდარიყო. დაზღვეული არაფრისგან ვართ, თუმცა სამედიცინო ლოგიკით და ინფექციის კონტროლის არსებული თეორიით, ვფიქრობთ, რომ მინიმალურია ეს რისკი“,- განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S