Accentnews.ge
როგორია პანდემიური ვითარება ლენტეხში – სახელმწიფო რწმუნებულის კომენტარი

როგორია პანდემიური ვითარება ლენტეხში – სახელმწიფო რწმუნებულის კომენტარი

13/04/2020 07:35:04 საზოგადოება

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება.

მისი თქმით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ამ ეტაპზე გამოვლენილი არაა, მკაცრ თვითიზოლაციაში კი ასამდე ადამიანი იმყოფება.

"კორონავირუსით ჯამში, 5 პირია დაინფიცირებული, ასამდე ადამიანი კი მკაცრ თვითიზოლაციაშია. ისინი პირველადი კონტაქტები არიან. დანარჩენებზე ანალიზის გაკეთება თერმოსკრინინგის დასრულებიბს შემდეგ შეგვიძლია. ამ პროცესებში ოჯახის ექმები არიან ჩართული,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით უწყვეტ რეჟიმში მარაგდება.

ცნობისთვის: ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მსგავსად მარნეულის, ბოლნისისა და ქობულეთის რამდენიმე სოფლისა, საკარანტინე ზონადაა გამოცხადებული. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ერთ–ერთ ინფიცირებულს 70–მდე კონტაქტი დაუდგინდა, კონტაქტებიდან კი კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S