სოფელ გომში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
13/04/2020 06:57:46 საზოგადოება
სოფელ გომში, ხიდისურის უბანში ახალი კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალის მეზობელი და ნათესავია.
სოფელ გომში ახალი კორონავირუსი ერთ პირს გუშინ დაუდგინდა. ის ოჯახთან ერთად აგარაკზე გომში იმყოფებოდა. Covid-19-ით ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
სულ შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში ცხრა ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან დაავადება დაუდასტურდა ერთს.


