"გვყავს 4 საყურადღებო პაციენტი, თუმცა კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება"
13/04/2020 06:51:54 საზოგადოება
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს.
როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პაციენტი ასაკობრივად რისკ ჯგუფში არ შედის და მასთან დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ერთი პაციენტია ჩვენთან დამატებული, რომელიც ჩვენთან არაა გამოვლენილი. ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ ამ ეტაპზე 19 ინფიცირებული პაციენტია. აქედან 7 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. კრიტიკულად არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ ფასდება. 4 საყურადღებო პაციენტია. არასრულწლოვნები საყურადღებო პაციენტებში არ არიან“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან, რომელიც „18 წლამდე პირია და მისი პირველადი ტესტი კორონავირურზე უარყოფითი იყო“.


