Accentnews.ge
"კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება"

"კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება"

13/04/2020 06:46:42 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია დადასტურებული.

ეზუგბაიას თქმით, შემთხვევა ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეეხება დანარჩენებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარაში დაფიქსირდა.

„14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S