საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
13/04/2020 06:04:37 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამდენად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 266 გახდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.
გარდა ამისა, უცხოეთში კორონავირუსი საქართველოს სამ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც ამჟამად საქართველოში მკურნალობენ. ორი უცხოელი კი, რომელსაც დიაგნოზი საქართველოში დაუდგინდა, სამშობლოში გაემგზავრა. ამდენად, ქვეყანაში სადღეისოდ 192 დადასტურებული აქტიური შემთხვევაა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 453.


