Accentnews.ge
"გავიჭირვოთ მაქსიმუმ, 3 კვირა და ამის შედეგი იქნება, რომ დაიწყება შემთხვევათა კლება"

"გავიჭირვოთ მაქსიმუმ, 3 კვირა და ამის შედეგი იქნება, რომ დაიწყება შემთხვევათა კლება"

12/04/2020 19:21:55 საზოგადოება

"ცოტა ხანს მეტად შევიწუხოთ თავი, ცოტა ხანი მეტად გავიჭირვოთ. ეს ორი კვირა, მაქსიმუმ სამი კვირა ძალიან მკაცრად შევასრულოთ რეკომენდაციები", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" გადაცემა „ახალი კვირის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები არ არის კომფორტული, მაგრამ ეს იქნება შედეგის მომტანი:

„ეს იქნება გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 257 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S