როგორ გააცილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორსული (ვიდეო)
12/04/2020 19:14:04 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 24 კვირის ორსულმა უკვე დატოვა. კლინიკის მედპერსონალმა პაციენტი ტაშით გააცილა.
„ასე ამაღელვებლად დაემშვიდობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და პერინატალური დეპარტამენტი საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულ პირველ 24 კვირის ორსულს, რომელიც 2020 წლის 26 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით. ორსული სრულად გამოჯანმრთელდა, ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს“, – ნათქვამია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ Facebook-ში ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.


